Saturday, March 5, 2016

ტრენინგის მე-8 დღე
ისევ რიტმულად დავიწყე. დავალებები ძალიან ბევრია.... .
განვიხილეთ მოდული 7 -ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ვისწავლე სხვადასხვა საქაღალდეების ,პორთფოლიოს დიზაინის შექმნა, შენახვა.მიხარიაა როცა ყველაფერი გამომდისსსსსსსსსსსსს.

Friday, March 4, 2016

ტრენინგის მე-7 დღე
დავიწყე ჩვეული შემართებით,განვიხილეთ 5 და 6 მოდული . მართლაც საინტერესო იყო როცა მოვირგე მოსწავლის როლი და მოვამზადე სავარაუდო ნაშრომის ნიმუში.შემდეგ ისევ მასწავლებლის როლს დავუბრუნდი და შევადგინე ნაშრომის შეფასების გეგმა.ყველაფერი ეს დაეფუძნა ბლუმის ცოდნის დონეებს და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენებას.
 ძალაინ დავიძაბე, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე . თუმცა მაინც გავედი შედეგზე.ტრენერის ყველა მითითება ძალაინ მიზნობრივი და აქტუალური იყო.პარალელურად ვითვალისწინებდით ერთმანეთის რეკომენდაციებს.  და რაც მთავარია ვისწავლე რა თანმიმდევრობით უნდა ავაგო, რა უნდა გავითვალისწინო პროექტის შედგენისას.


Saturday, February 27, 2016

ტრენინგის 6 დღე
დავიწყე ისევ შემართებით,თურმე საკმაოდ გართულებულა ჩემი სამუშაო
სახალისო და მარტივი იყო დასაწყისისისთვის კავშირების გამოყენება ,მაგრამ როცა მომიწია მოსწავლის როლში ყოფნა, ცოტათი შევფერხდი და დავინახე ის სირთულეები , რომელიც მოსწავლესშეხვდება ამ მიმართულებით. წარმოვადგინე ჩემი ხედვა ამ მოდულზე, გავითვალისწინე როგორც ტრენერის, ასევე მეგობრებისრეკომენდაციები.
კი მომიწია საკმაოდ დაძაბული შრომა, თუმცა დავინახე თუ როგორ დაეხმარება მოსწავლეს ჩემი მიმართულებები თანამედროვე სწავლების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
სასიამოვნო იყო შეხვედრა. ველოდები მორიგ დღეს.

Friday, February 12, 2016

ტრენინგის მე-3 დღე                                                                                                                               ჯგუფის წინაშე წარმოვადგინე დავალება, სრულიად განსხვავებული რაც აქამდე გამიკეთებია.დავამზადე ბუკლეტე, რომელიც ასახავდა  ჩემი პროექტის ,,ესე არს საქართველო,,-სვიზუალურ ფორმატს.ტრე ნერმა და ჯგუფის წევრებმა შეაფასეს ჩემი ნამუშევარი , მივიღე შესწორებები.
მეორე ნაწილი მუშაობისა დავუთმე პროექტის შაბლონის გაცნობას, დავიწყე შევსება .ძალიან გამირთულდებოდა მეგონა, გადაღლილი ვიყავი , პირდაპირ საგაკვეთილო პროცესიდან გადმოვერთე, მაგრამ გაოცებული დავრჩი დრო ისე შეუმჩნევლად გამეპარა. სახალისო აღმოჩნდა მუშაობის პროცესი. .იმედს ვიტოვებ უკეთესი მუშაობისთვის

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე
 შევიკრიბეთ დროულად, წარმოვადგინე მოცემული დავალება- პროექტი იდეის დონეზე.განვსაზღვრე განსახილველი საკითხები,ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრებები,მივიღე მნიშვნელოვანი შენიშვნები, რომელიც აუცილებლად გამომადგება შემდგომი მუშაობის სრულყოფისთვის.
საინტერესო მოსაზრებებიც მოვისმინე ჩემი კოლეგებისა, დავაფიქსირე მათი ინოვაციური იდეები.
 ტრენინიგის მეორე ნაწილში გავაგრძელეთ ისევ პროექტის ირგვლივ საუბარი.გავეცანი მისი პუბლიკაციების სხვადასხვა ვერსიებს, მივიღე შესაბამისი დავალება მომდევნო .შეხვედრისთვის.
     დღე საკმაოდ სარგებლიანი იყო ჩემთვის.